შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში თოვლია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 24-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 26-28 დეკემბერს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. 24 დეკემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +5+10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11+16 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3+8 გრადუსი. 26-28 დეკემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების ფონზე ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაეცემა და როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში +3+8 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია