კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდ კლინიკად გადაკეთდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ნოემბერი 2020

თელავის ცენტრალურმა საავაფმყოფომ კოვიდ კლინიკად დაიწყო ფუნქციონირება.

აღნიშნულ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული პირების მიღება და მკურნალობა მოხდება.

,,დღეიდან , 10 ნოემბრიდან თელავის რაიონული საავადმყოფო ფუნქციონირებს როგორც კოვიდ კლინიკა. ასევე დღეიდან დაემატა ერთი კოვიდ სასტუმრო ” ჰოლიდეი ინნ” 100 ადგილით,”
-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

ამ დროისთვის კახეთში სამი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, კერძოდ, თელავში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია