შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერიამ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი ყველა ის ორგანიზაცია იყო ჩართული, რომელიც ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას ეწევა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2018
ფორუმი ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 24 დეკემბერს, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მას ახალგაზრდები, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმზე ყველა ორგანიზაციამ, რომელიც ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე მუშაობს, საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. ასევე, აქ შეკრებილმა ახალგაზრდება მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. მეექვსე სკოლის მოსწავლე მარიამ ხმალაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ სივრცე, სადაც გარკვეულ აქტივობებს განახორციელებენ: „მათ გააქტიურება სჭირდებათ, ერთფეროვანი და უნიტერესოა ერთი და იგივე აქტივობები, მაგალითად დასუფთავების აქცია". ფორუმის მიზანი ახალგაზრდებისა და მათთან მომუშავე ორგანიზაციების ერთად შეკრება, გაცნობა და სამომავლო გეგმების განახორციელებაში მათი ერთობლივი ჩართულობა იყო. სამომავლო გეგმები კი ფორუმის გამართვამდე „ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში“ გაიწერა. აღნიშნული დოკუმენტი განათლების სამინისტროს ინიციატივით მომზადდა, მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო მერიის კულტურის სამსახურმა, ასევე, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორმა. „მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში 14–დან 29–წლამდე ახალგაზრდები გამოიკითხნენ. გავარკვიეთ რა აქტივობები აქვთ და რა არის მათი საჭიროება. მეორე ეტაპზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი არასმთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის მონაწილეობით და გავარკვიეთ თუ რა უნდა დაგვეგეგმა სამწლიან სტრატეგიაში, რა იყო ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტი“, – ამბობს ახალციხის კულტურის სამსახურის სპეციალისტი მარიამ ზაზაძე. მისი თქმით, გამოკითხვა ოთხი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობდა, ესენია – დასაქმების ხელშეწყობის გაზრდა, ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლება.„ეს სტრატეგიის დოკუმენტი სამ წელს მოიცავს, მუნიპალიტეტმა სხვადასხვა სექტორების ჩართულობით უნდა იზრუნოს ამ საკითხების მოგვარებაზე. ამ ყველაფერის მიზანია სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რესურსი ცუდად იხარჯება. მნიშვნელოვანია რესურსის ოპოტიმიზაცია და არსებული თანხის უფრო მიზნობრივად ხარჯვა“, – ამბობს ზაზაძე. ფორუმის ორგანიზატორების განმარტებით მსგავსი შეხვედრა ყოველი წელის ბოლოს გაიმართება: „მომავალ წელს ვგეგმავთ შეხვედრა უფრო მასშტაბური იყოს და მონაწილეობა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიაციების წარმომადგენლებმაც მიიღონ“, – გვითხრეს მათ. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია