შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორელი პოლიტიკოსების განცხადებები ქსენოფობიური და ანტიდასავლური გზავნილების შესახებ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2020
,,ქართული ოცნებისა" და ,,ლელო საქართველოსთვის" წარმომდგენლები, შმაგი ხუბულური და გიორგი მელაძე, საკუთარი განცხადებებით, იმ კვლევაში მოხვდნენ, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა მოამზადა. ,,წინასაარჩევნო მონიტორინგი 2020 - ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია"" - ასეთია სახელწოდება კვლევისა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს. დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაზე ხორციელდებოდა, მათ შორის რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე. ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების კომენტარები, რომელიც ადრესატების ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, ასეთია: შმაგი ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტი, ქართული ოცნება: "სომხეთოფობი არ ვარ, მაგრამ აი, ეს არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ესაა ტიპიური მაგალითი თუ როგორი მტაცებლები არიან. დასკვნა თქვენთვის მომინდვია". ეს განცხადება შმაგი ხუბულურმა სომხურ ჩურჩხელასთან დაკავშირებულ ვიდეოს შესახებ გააკეთა. რაც შეეხება ,,ლელო საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის კომენტარს, მისი შინაარსით ლიბერალიზმი = გარყვნილებას, იდენტობის დაკრგავს. გიორგი მელაძე, ლელო საქართველოსთვის, შიდა ქართლი: "ლიბერალიზმს ამოფარებული ქართული იდენტობის, სულის, ტრადიციების მტრები არიან ადამიანები, ვინც შეფარულად ფულს აკეთებენ და თავზე გვახვევენ "თავისუფლებას", მაგრამ მათი მოტანილი თავისუფლება ნიშნავს გარყვნილებას, ჩვენი იდენტობის უგულებელყოფას, ყველამ იმ ფუნდამენტის უარყოფას რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა. კვლევის მიხედვით, ზოგადად, საქართველოში, შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა: ანტიდასავლური გზავნილები: პოლიტიკურმა სუბიექტებმა 157 ანტიდასავლური კომენტარი გააკეთეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი დასავლეთის,
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია