იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარურ ფრენები აღდგება - ნათია თურნავა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ოქტომბერი 2020

ნოემბრიდან საქართველო ევროპის მიმართულებით რეგულარურ ფრენებს აღადგენს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ  საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ფრენებს ის ავიაკომპანიები შეასრულებენ, რომლებიც აქამდე ჩარტერულ რეისებზე მუშაობდნენ.

"ეს არის ძირითადად ევროპული მიმართულებები, მათ შორის ის მიმართულებებიც, სადაც აქამდეც სრულდებოდა ჩარტერული რეისები. ტრადიციული მიმართულებები, როგორიცაა მიუნხენი, პარიზი, რიგა,  აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამ მიმართულებებს, გაზარდონ სიხშირეები. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, როგორიცაა ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცა, მილანი, ამ მიმართულებებს შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებმა, რომლებიც აქამდე ასრულებდნენ ფრენებს, დაიწყონ რეგურალური რეისები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სიხშირეს და სხვა საკითხებს, მინისტრის თქმით, ეს ავიაკომპანიების გადასაწყვეტია.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია