საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით,„საქართველოში ხალხს უმძიმესად უჭირს“.
„სიღარიბე ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მასთან ბრძოლა არის ამოცანა ნომერი 1. ეს არის ის პარამეტრი, რომელსაც ჩვენ მუდმივათ ვადევნებთ თვალ–ყურს. თუ 2010 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 40% იყო – ანუ თითქმის ყოველი მეორე კაცი იყო ღარიბი, ეს პარამეტრი საკმაოდ ჩამოვარდა და ჩამოვარდა დღემდე – 20%–მდე, ანუ 2-ჯერ. თუმცა ის მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება– ეს არის 20%. ამას წინათ იყო საუბარი იმაზე, ხალხს უჭირს თუ არ უჭირს, რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს. 20% სირარიბე ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი. ბოლო 2 წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად შემცირდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ გვჭირდება სიღარიბის დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპი“, – განაცხადა ქობულიამ პარლამენტში გამოსვლისას.