კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას სთავაზობს გურჯაანის ტექნოპარკი ახალგაზრდებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 დეკემბერი 2020
გურჯაანის ტექნოპარკი, რომელიც 29 ოქტომბერს გაიხსნა, რეგიონებში არსებულ ცენტრებს შორის ყველაზე დიდი მასშტაბის ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
ტექნოპარკის მენეჯერი ეკა ცისკარაშვილი, რომელიც მანამდე გურჯაანის კულტურის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, გვეუბნება, რომ ტექნოპარკი ადგილობრივებს ასაკის შეუზღუდავად ფართო სერვისს სთავაზობს.

-„გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ აქამდე მათთვის რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ. ეს მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში დაეხმარებათ, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებითაც. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესში და ცოდნის ამაღლება. მაგალითად, როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ, რომ მათი იდეა ბიზნესად იქცეს,“ -ამბობს ეკა ცისკარაშვილი.

ამჟამად კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ტექნოპარკი დისტანციურ რეჟიმში, თუმცა აქტიურად მუშაობს. ტექნოპარკში ფუნქციონირებს ფაბლაბი. აქ განთავსებულია სამრეწველო ინოვაციური დანადგარები, რომლის გამოყენებაც უფასოდაა შესაძლებელი.

-„ცოდნის მიღებას რაც შეეხება, ტრენინგები ონლაინ მიმდინარეობს. 11-15 წლის ბაშვებისთვის, ვინც რობოტიკის სისტემითაა დაინტერესებული, ემბოტ სიმულატორისა და ემბლოკის ტრენინგები ტარდება. ტრენინგი გულისხმობს ვიზუალური პროგრამირების სწავლას. ბავშვები თავად აპროგრამებენ რობოტებს და შემდეგ ტესტავენ. გვაქვს 3000 აიტის გადამზადების პროგრამა, რომელიც 16 სხვადასხვა მიმართულებას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. პროგრამა საერთაშორისო დონისაა. 2 დეკემბერს არის სოციალური მედია მენეჯმენტის კურსზე განაცხადების მიღების დედლაინი. ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა პროგრამა უფასოა. მთავარია, განვითარების სურვილი ჰქონდეთ,“-აღნიშნა ტექნოპარკის მენეჯერმა.

ტექნოპარკი გურჯაანში დაახლოებით ერთი თვის წინ გაიხსნა და მის მშენებლობაზე 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია