სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს თემა არის წითელი ხაზი, რომელსაც ის თუ გადაკვეთს, ამით დამთავრდება ყველაფერი- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. ხუხაშვილი თქმით, სასამართლო სისტემა, კონკრეტულად კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილი კანდიდატები არის ტესტი ბიძინა ივანიშვილისთვის:
"ამით ისტორიაც და პოლიტიკური პროცესიც მას მიუჩენს არა იმ ადგილს, რომლის ილუზია მას აქვს, არამედ სულ სხვა ადგილს, ბევრად უარესს" განაცხადა ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
დაპირებულ 1 წელზე საუბრისას, რომელიც ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობას "სთხოვა" და პირობა დადო, რომ ყველაფერს გამოასწორებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ გადადგმული ნაბიჯები ჯერჯერობით ოპტიმიზმის საფუძველს არ ტოვებს. თუმცა პოლიტოლოგი იმედოვნებს, რო ივანიშვილი დაიბრუნებს ლიდერი ფუნქციას, რომელიც მას ბოლო დროს დაკარგული ჰქონდა და მისივე თქმით, "მოლარე გახდა"