გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუ გინდათ, რომ ღორის წელი სიმდიდრის მომტანი იყოს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2018
ახალი წლის საღამოს, ალბათ ხშირად ჩაგიფიქრებიათ სურვილი, ეს ხომ ჯადოსნური ღამეა. ამბობენ, რომ თუ ყველაფერი სათანადოდ შესრულდება, თქვენი სურვილებიც ახდება.


2019 წელი ღორის წელია, რომელსაც გულუხვად უნდა შევხვდეთ.

მოკლედ, როგორ შევხდეთ ახალ წელს ისე, რომ ის იღბლიანი და კეთლიდღეობის მომტანი აღმოჩნდეს ჩვენთვის.

საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრაზე ღორის ხორცი არ უნდა იყოს, თუმცა უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი, ეს ღორს უყვარს. აქცენტი უნდა გაკეთდეს სალათებზე და ისეთ კერძებზე, რომლებიც ღორის ხორცისგან არ მზადდება. უფრო დეტალურად, რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე იხილეთ აქ.

 

როგორ გავატაროთ ახალი წლის ღამე

სადაც ღორია, იქვე 10 გოჭიცაა. ამიტომ, ახალ წელს მარტო არავითარ შემთხვევაში არ შეხვდეთ. თუკი საყვარელი ადამიანი ან მეგობრები შენს გვერდით არ არიან, ნუ ღელავ, წადი მშობლებთან, ახლობლებთან სტუმრად. საახალწლო სუფრა აუცილებლად ხალხმრავალი და მხიარული უნდა იყოს.

 

სამოსი

საკვებისა და სუფრის გარდა, თქვენც უნდა იზრუნოთ ჩაცმულობაზე და აქცენტი ნათელ ფერებზე შეაჩეროთ, რა თქმა უნდა ყვითელი ელემენტები იდეალური იქნება. ასევე ყვითელი ან ბრჭყვიალა სამკაულები. ნათელი ფერები იზიდავს კეთილდღეობას და ბედნიერებას.

ფული ჯიბეში

ამბობენ, რომ ფულის მოსაზიდად, ახალი წლის ღამეს ჯიბეშიც უნდა გქონდეთ ფული და დატოვეთ მთელი ღამე, ვნახოთ, იქნებ იმუშაოს.

 

ნუ შეყოვნდებით სამსახურში

ღორს დასვენება და გორაობა რომ უყვარს, ცნობილია, ამიტომ 31 დეკემბერს დიდხნას ნუ დაყოვნდებით სამსახურში. უმჯობესია, ეს დღეს მთლიანად სახლში გაატაროთ.

 

ღორი სახლში

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ საახალწლო ნაძვის ხეზე ან გამოსაჩენ ადგილას სათამაშო ღორი მოათავსოთ..

 

შამპანური

თუ გსურთ, რომ მომავალი წელი ფინანსურად წარმატებული იყო, ჩაასხით ჭიქაში შამპანური, ჩაააგდეთ ხურდა ფული და დალიეთ ბოლომდე, მონეტა კი მთელი წლის განმავლობაში შეინახეთ.

ფერთა გამ

2019 წელი ყვითელი მიწის ღორის წელია და პატივი უნდა ვცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფერებს ეხება.

დასაწყისისთვის, ჭურჭელი უნდა შეარჩიოთ. მასში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ყვითელი ფერი, თუნდაც ყვითელი ხელსახოცები ან მაგიდის გადასაფარებელი. ღორს ასვე მოსწონს ვარდისფერი, მწვანე და ყავისფერი. ვარდისფერი - პატარა ღორის კანის ფერია. ეს ფერი სიხარულისა და კეთილდღეობის მომტანია. ყავისფერი - გარეული ღორის კანის ფერია. ეს ფერი სახლს საიმედოობას და დაცვას მოუტანს. მწვანე - ბალახის ფერია, რომელიც ღორს უყვარს. ეს ფერი სიმშვიდისმ თავისუფლების, სიმყუდროვუს სიმბოლოა. ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვნი სახლი საახალწლოდ ამ ფერებშია გადაწყვეტილი.

ყულაბა

ახალი წლისთვის იყიდეთ ღორის ფორმის ყულაბა და ახალი წლის რამეს ჩააგდეთ მონოეტა. ყულაბა, აუცილებლად უნდა იყოს ნათელი ფერის. ამბობენ, რომ თუ ყულაბას მთელი წლის განმავლობაში „გამმოკვებავ“, ღორი დაგიფასებს და ფინანსური წარმატებაც გარანტირებულია.

წყარო: "ნიუპოსტი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია