შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით გორმედის ექიმი გარდაიცვალა

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2020
კორონავირუსით გორში ექიმი გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა ბოლო დღებში დამძიმდა, სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული, დღეს კი გარდაიცვალა. გივი პარასკევაშვილი კლინიკა ,,გორმედში“ წლების მანძილზე მუშაობდა. პანდემიის დაწყების დღიდან, კი აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში.  ,,გორმედში“ აცხადებენ, რომ გივი პარასკებაშვილმა დიდი შრომა და ენერგია ჩადო ქართული მედიცინის განვითარებაში: ‘’ბატონი გივი პარასკევაშვილი გორმედის გუნდის საპატიო წევრი იყო, მან ძალიან ბევრი შრომა და ენერგია ჩადო ქართული მედიცინის განვითარებაში, მისი პროფესინალიზმით და მზრუნველობით ყველა მისი პაციენტი გაკვირვებული რჩებოდა. უაღრესად წარმატებილი ექიმი და მედიცინის დოქტორი ბატონი გივი პარასკევაშვილი ახალ კორონავირუსთან ბრძოლას შეეწირა, გორმედმა და ასევე ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ ნამდივილი პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადმიანი დაკარგა. გორმედის გუნდის უკლებლივ ყველა წევრი იზიარებს მწუხარებას და თანადგომასა უცხადებს ბატონი გივის ოჯახის წევრებს,“ - აცხადებემ ,,გორმედში. Qartli.ge უსამძიმრებს ოჯახს წევრებს და კლინიკა "გორმედს" თანამშრომლებს გივი პარასკევაშვილის გარდაცვალების გამო.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია