თბილისში გაზის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრში 46.139 თეთრს გადაიხდიან. მოქმედი ტარიფი კი, 46.153 თეთრს შეადგენს. გადაწყვეტილება სემეკ-ის წევრებმა ერთხმად მიიღეს. სამომხმარებლო ტარიფის შემცირება, კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით,
განაწილების ტარიფის შემცირებას უკავშირდება. ასევე, მომავალ წელს იკლებს დაგეგმილი ინვესტიციის მაჩვენებელი.