შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში სამი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2020

კახეთის რეგიონში, ახმეტის, თელავის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში პირველი ბიოსფერული რეზერვატები შეიქმნება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძეს განცხადებით, ბიოსფერული რეზერვატი, როგორც ინსტრუმენტი, ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად გამოიყენება. რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.
,, მინდა მადლობა გადავუხადო დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებს: გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროს (MBU), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), მიხეილ ზუკოვის ფონდს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრს (REC Caucasus) პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთიანი ძალებით უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებთ“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია