კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პური შესაძლოა ისევ გაძვირდეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 დეკემბერი 2020

პური შესაძლოა ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით,შესაძლებელია გაძვირდეს საგემოვნო პურის სახეობები.

“გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც თავისუფალ ბაზარზეა, ესაა ე.წ. საგემოვნო პურები: იგივე გერმანული, ავსტრიული, თონის პური და სხვა, რადგან ამ სახეობებზე პროგრამა არ არსებობს და არც ყოველდღიურად მოიხმარს მომხმარებელი. მაგალითად, ადამიანები თონის პურს თვეში საშუალოდ 6-7-ჯერ ყიდულობენ და არა ყოველდღიურად.
ასევეა საკონდიტრო ნაწარმი. ნამცხვრები, ტორტები, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ არის. ადამიანებისთვის ეს არაა ყოველდღიურად აუცილებელი პირობა. მათზე ფასები გაზრდილია და ამას ვადასტურებ”
, — განაცხადა სილაგავამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია