კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსახლეობისათვის სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მოსახლეობისთვის სასურსათე კალათების გადაცემა დაიწყო.

დირექტორ, ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, საახალწლო ნობათები, ზემოთ 220 ოჯახს გადაეცემა.
„პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. აქედან გამომდინარე, ა(ა)იპ მუნიციპალურმა კულტურის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხით, მერიის და ადგილობრივი ბიზნესის მხადაჭერით, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მარტოხ ელა დედებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, მარტოხელა მოხუცებისა და შშმ ბავშვებისთვის სასურსათე ნობათები და საახალწლო საჩუქრები გადაეცა. მასში შედის 14 პროდუქტი და ამას ემატება ტკბილეულის კალათი, რაც ჯამში გათვლილია 220 ოჯახზე.
პაკეტების ღირებულება დაახლოებით 60 ლარია. ააიპის მონაწილეობით დახარჯულია 10 ათას ლარამდე, დანარჩენი კი ადგილობერივი ბიზნესის შემოწირულობაა.“

როგორც ვალერი შოშიაშვილი ამბობს, სასაჩურე კალათების გაცემა 21 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრისთვის დასრულდება. სურსათის დარიგება ამ ეტაპზე სოფლებში მიმდინარეობს, ხვალიდან კი ქალაქ გურჯაანში დაიწყება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია