შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამ გამოიწვია „ესპანური გრიპის“ შეკავება საქართველოში და რა კავშირშია ობლიგაციების გამოშვება პანდემიასთან?

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2020

1918 – 1919 წლებში  ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დიდი მსხვერპლის გამომწვევი პანდემია „ესპანური გრიპი“ (ანუ „ისპანკა“, Influenza Pandemic, როგორც მას უწოდებდნენ) მთელ მსოფლიოს მოედო და 50 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. იმავე პერიოდში ეპიდემიის გამკლავება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც მოუხდა, თუმცა საქართველოში „ესპანური გრიპის“ კატასტროფული გავრცელება არ მომხდარა, ანუ ეს დაავადება, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ფართო ეპიდემიად არ გადაქცეულა. რამ განაპირობა  „ესპანური გრიპის“ – მსოფლიო პანდემიის შეკავება საქართველოში?

საქართველოში საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების – ერობების მუშაობა, რომელთა ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა წარმოადგენდა. ქუთაისში ახალი ერობების (სათათბიროს) ახლადარჩეულმა თვითმმართველობამ, სანიტარული რაზმების ორგანიზებით, მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლო პრობლემის დაძლევა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ვერ იტევ­და, არ იყო საკ­მა­რი­სი სა­წო­ლე­ბი, ამი­ტო­მაც ზო­გი­ერ­თი სკო­ლა კლი­ნი­კად გა­და­კეთ­და. ქალაქი დაიყო სამედიცინო უბნებად, მოეწყო კლინიკები და ამბულატორიები. დაკომპლექტდა ექიმთა შტაბი, რომელიც ქალაქისა და მის ახლო მდებარე მაზრების მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა და ხელფასები ერობების ბიუჯეტიდან იცემოდა. მოსახლეობას მხოლოდ მედიკამენტების ხარჯის გაღება უწევდათ, რადგან უმეტესობა ეკონომიკური კრიზისის, ეპიდემიების მასშტაბისა და ფარმაცევტული ბაზრის შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებდა წამლების შეძენას, ქალაქის სათათბირომ  თავადვე დაიწყო მედიკამენტებით მომარაგების საქმის მოწყობა. ამ მიზნით იყენებდნენ ადგილზე მოქმედ ბანკებს, ქუთაისის მმართველობამ „აზოვ - დონის“ ბანკიდან ქალაქის აქტივების გირაოდ ჩადებით ისესხა მედიკამენტების შესაძენი თანხა.

რიგი გადასახადების (სავაჭრო, ტრანსპორტირების და ზოგიერთისხვა) განაკვეთებს, რომელსაც სათათბირო აწესებდა (ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში) და მათ ამოღებას თვითონვე ახორციელებდა, შეღავათები დაუწესა გადამხდელებს. ასეთი ორგანიზაციული საკითხების მოგვარებამ ქვეყნის მასშტაბით რეალურად შეასუსტა  ე.წ. „ისპანკის“ გავრცელება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც პანდემიის რისკის ზონაში შედიოდა, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად, მსხვერპლის რიცხვი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ 100 წლის შემ­დეგ, "ეს­პა­ნუ­რი ვირუ­სის­გან" გან­სხვა­ვე­ბულ ვირუსის, COVID 19–თვის  ბრძოლა კვლავ გვიწევს.

 

კოვიდინფიცირებულთათვის განკუთვნილი პალატა ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში

რა პრაქტიკული ნაბიჯებია გადასადგმელი ეპიდსიტუაცისს სამართავად სამომავლოდ?! პირველ რიგში, ქუთაისმა უნდა მიაღწიოს რეგიონულ დონეზე ეკონომიკაში ხვედრითი წილის თანდათანობით ჩამორჩენის დაძლევა ( ზესტაფონისა და ჭიათურის ხვედრით წილი მზარდია მთლიან ეკონომიკურ მაჩვენებლებში). ამიტომაც დადგა დრო, მეტი რეფორმების, მეტი სიახლეების, მეტი ინოვაციების, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანური რესუსების მოზიდვის, რომლის გარეშეც სწრაფი ეკონომიკური შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

ქუთაისს მეტი ქალაქური ცხოვრების გარემოს შექმნა, განახლება და ახალი ინფრასტრუქტურული სივრცეების შექმნა სჭირდება.  გზების მოასფალტების, ორმოულების ამოვსების, ქუჩების მობეტონების პრიორიტეტულობის პარალელურად, ქალაქის იერ-სახის განახლების პრიორიტეტულობაზეა ყურადღება გადასატანი. დღეს, ქუთაისზე მომრცო ქალაქებს გააჩნიათ უკვე ტექნოპარკები, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული არენები და კულტურული ცენტრები.  მეტი ახალი ლანდშაფტური სივრცეებია გასაკეთებელი, გადასაწყვეტია მოსწავლეთა სასახლისათვის შენობის საკითხი, ქალაქის მოსახლეობის დაკვეთით დასაჩქარებელია - რიონისპირა ძველი უბნის აღდგენა, ქალაქის გენგეგმის შესამუშავებლად თამამი ნაბიჯებია გადასადგმელი. როგორც ვიცით, ქვეყანა დამოკიდებულია ინვესტიციებზე, ქუთაისის საინვესტიციო მოედანი კი, სრულად აუთვისებელია და ეს რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად ქალაქის ხელმძღვანელობისათვის, რომელსაც მუშაობა მოუწევს, არა მხოლოდ პანდემიის, არამედ ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს წინაშე მწვავედ მდგარი ეკონომიკური სირთულეების პერიოდში. 

რთულ სიტუაციაში მოგვიწევს ყველას ცხოვრება, სწავლება და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. მნიშვნელოვანია ქალაქმა იპოვოს, გამონახოს გზები ადგილობრივი სამრეწველო პოტენციალის ზრდისა და შეძლოს მეტი წვლილის შეტანა  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.  დღეს ყველა ელის პასუხებს ქალაქში მოღვაწე იმ პროფესიონალებისაგან  - თუ რა გზით წავა ამ რთულ „პანდემიაეკონომიკის“ პირობებში ქალაქის განვითარება, რამდენად  რეფორმატული  ნაბიჯების გადადგმას შეძლებს ადგილობრივი მმართველობა. 

ეკონომისტებს აქვთ ამისათვის კლასიკური, პროფესიონალური ხედვა. ერთის მხრივ, რაოდენ ჩვენ გვაქვს გლობალური, მეორეს მხრივ კი - პანდემიიდან უარყოფითი მოლოდინები.  არაპროგნოზირებადია თუ რა მიმართულებით განვითარდება ადგილობრივი სამრეწველო სექტორი. ქალაქში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წარმოდგენა არის ბუნდოვანი. განვითარებადი ქვეყნების (უკრაინა, ბალკანეთის ქვეყნები) მუნიციპალიტეტებმა პროფესიონალი აკადემიური წრეების ჩართულობით უკვე შეძლეს, სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციების მოწვევა, ადგილობრივი „პანდემიაეკონომიკის“ ერთიანი კონცეფციის შესამუშავებლად, რაც დაეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობას მიიღოს გარკვეული პასუხები და  რეკომენდაციები ქალაქის ეკონომიკის ახლებურად მართვის საკითხებზე.

1921 წელს  ქუთაისში გამოშვებული ობლიგაცია 

თუ გავითვალისწინებთ, წინა საუკუნეების პანდემიის (ესპანკას) წლინახევრიან ხანგძლივობას და კოვიდ 19 - ის ამავე ხანგლივობის პერიოდში დამარცხებას, პანდემია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში მაინც დატოვებს     ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და  საგანმანათლებლო ხარისხის პრობლემებს, რაც სწრაფ რეფორმებს, ეკონომიკის მხარდაჭერის ახალი მექანიზმების ძიებას, კვალიფიციური ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. რეალური მდგომარეობა გვაფიქრებინებს,  რამდენად მზად ვართ სწრაფი რეფორმებისათვის?! მით უმეტეს რეგიონებში? რაოდენ 2021 წელი იქნება გარდამტეხი ცხოვრების ყველა სფეროში, განათლებაზე, ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მენეჯმენტის, ყველა სამსახურში ლიდერების მოზიდვა უკვე აუცილებელი საჭიროება გახდება.  

მეტი რეფორმები, მეტი ინოვაციები, ახალი ხედვები ქუთაისისათვის გარდუვალი და აუცილებელია. თუნდაც, დადგა დრო ვიფიქროთ, სხვებისთვის უკვე ძველი, მაგალითად ,ქუთაისის დამეგობრებული ქალაქის - ხარკოვის მუნიციპალიტეტის 20 წლის წინ გატარებულ ფინანსურ რეფორმაზე, რომელიც ჩვენთვის ახალი თემა იქნება. საუბარია - მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვებაზე, რომელმაც – ევროპის განვითარებადი ქვეყნების მუნიციპალიტეტებში (პოლონეთი, უნგრეთი, ბალკანეთის ქვეყნები) ჯერ კიდევ 90–იან წლებში განხორციელდა და კარგად იმუშავა.

“ესპანკას“ დამარცხებისთანავე ქუთაისის მმართეველობამ ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა.   თითქოს ისტორია მეორდება. ამდენად, ისტორიულ ანალებზე დაყრდნობით, მომავალი მთავრობის ინიცირებულ  და გასატარებელი რეფორმების ჩამონათვალში მიზანშეწონილია შეტანილი იქნას ერთ – ერთ საკითხად – მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვება. ყოველივე – რას მისცემს მუნიციპალიტეტებს?  მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვებით, უზრუნველყოფილი იქნება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლის ფინანსური რესურსების გამოყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან დროში იწელება.

მაგალითად, ქუთაისში საცურაო აუზი „ლაგუნა“ აღარ ფუნქციონირებს და რაც დრო გადის, უფრო ზიანდება. ისმის კითხვა, რატომ „ლაგუნა“, როცა ქუთაისს 2021 წელს ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსი ექნება??? - ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, 150 000 მოსახლეზე, მინიმუმ 4 საცურაო აუზია საჭირო. თუ გავითვალისწინებთ ქალაქის მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნას, საცურაო აუზის უქონლობის გამო ქუთაისის მცხოვრებლები და ცურვის სახეობათა სპორტულ სექციებში გაერთიანებული მოზარდები დღეს სავარჯიშოდ სამტრედიის, ზესტაფონის საცურაო აუზებით სარგებლობენ და 2021 წელს აშენებული მარტო ერთი საცურაო აუზი ვერ უზრუნველყოფს ამ სპორტის სახეობით დაინტერესებულთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე „ლაგუნას“ აღდგენა სრულად პასუხობს, როგორც სოციალური პროექტის მიზანშეწონილობას.  „ლაგუნას“ სარეაბილიტაციო ხარჯები სპეციალისტთა გაანგარიშებით, 800 000 ლარის ფარგლებს არ აღემატება.

     

   ქალალ ფოთის ობლიგაცია 

   

ხარკოცის მუნიციპალური ობლიგაცია

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პრობლემებით გამოწვეული ფინანსური რესურსების სახელმწიფოს მხრიდან მომჭირნედ ხარჯვის აუცილებლობა გვკარნახობს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას.  ობლიგაციის გამოშვებისათვის საჭიროა საქართველოს ეროვნული ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა, ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის ერთ კონკრეტულ პროექტზე მუნიციპალური ობლიგაციის გამოშვებისათვის თანხმობის მიღება მთლიანად უპასუხებს ქვეყნის სამთავრობო სტრატეგიის - 2021 წლიდან დეცენტრალიზაციის პრინცეპებზე თანდათანობით გადასვლის მოთხოვნებს.

თავის მხრივ, ნებართვის მიღების პირობებში ადგილზე შერჩეული მენეჯმენტი (მხოლოდ პროფესიონალთა ჯგუფი) უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული წესების სრული დაცვით მუნიციპალური ობლიგაციის გამოშვებაზე მუშაობასა და ოპერირებას.

რატომ მუნიციპალური ობლიგაცია?! გავიხსენოთ გასულ საუკუნეში ნიკო ნიკოლაძის მიერ ფოთის პორტის განვითარებისათვის მიზნობრივი ობლიგაციის გამოშვებით მიღებული პოზიტიური შედეგები, რომელზე დაყრდნობითაც, მიზნობრივი მუნიციპალური ობლიგაციის გამოშვება, კარგი სტარტი იქნება სამომავლოდ, მეტი რეფორმების გზით, ქუთაისში მეტი ახალი პროექტების უფრო თამამად განხორციელებისათვის.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია