კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 იანვარი 2021

კახეთის რეგიონში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 9 066 შეადგინა.
,,მუნიციპალიტეტებში კოვიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა-637, გურჯაანი-1946, დედოფლისწყარო -678, თელავი -2126, ლაგოდეხი – 1222, საგარეჯო -1069, სიღნაღი-604, ყვარელი -784.

ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას, შეადგენს 2 231 პირს, მათ შორის 2 085 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 3 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 143 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 6 757 გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობაა – 169, მათგან: ახმეტა-15, გურჯაანი-37, დედოფლისწყარო -7, თელავი-39, ლაგოდეხი-17, საგარეჯო-34, სიღნაღი -7, ყვარელი -13. სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა შეადგენს -6 757-ს. დღის განმავლობაში გარდაიცვალა 2 პირი.
ორივე გარდაცვლილი ასაკოვანი ადამიანია, 1 მამაკაცი, 1 ქალი. ორივე ლაგოდეხის რაიონიდან იყო და ისინი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გარდაიცვალნენ”,
– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია