კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედოფლისწყაროში „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2021

დედოფლისწყაროში „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილმა თანამშრომლებმა აღნიშნული მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს.

საქმე ეხება 84 ადამიანს, რომელებიც თითქმის წელიწადია 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, ბაზიდან ნავთობის გატანის მიუხედავად, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და სახელფასო დავალიანება არ დაფარა, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა კი დღემდე ვერ მოხერხდა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში კი აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია