გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებაში მოსვლისას 100 ქარხანაზე ვლაპარაკობდით და 5 ქარხანაც არ აგვიშენებია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2018

ხელისუფლებაში მოსვლისას 100 ქარხანაზე ვლაპარაკობდით და 5 ქარხანაც არ აგვიშენებია

“ხელისუფლებაში მოსვლისას 100 ქარხანაზე ვლპარაკობდით, მაგრამ 4-5 ქარხანაც არ აგვიშენებია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას უსმენდნენ.

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის განცხადებებმა აღშფოთება გამოიწვია, რომ თითქოს ხალხი კარგად ცხოვრობს და ცხოვრების პირობები უმჯობესდება. 

“შესაძლოა, ეს ერთეულების ცხოვრებაზე აისახებოდეს, მაგრამ ადამიანების ინტერესები, ვინც სიღარიბის მიღმაა, უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს ეკონომიკაში. მე იმედი მომეცა, როდესაც თქვენ ახსენეთ ინდუსტრიალიზაცია, რომ რაღაც განვითარდებოდა ქვეყანაში. რამდენი ტურისტიც არ უნდა შემოვიდეს, ეს ვერ შექმნის კომფორტს და ვერ გაზრდის ეკონომიკას, თუ ჩვენ არ გვექნება ინდუსტრია. ხელისუფლებაში მოსვლისას ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია ისეთი, რომელიც ისეთ ექსპორტს ქმნიდეს, როგორიც ფეროშენადნობია. ეს ქარხანა, რომელიც მე ძალიან არ მომწონს, რადგან გარემოს ძალიან აბინძურებს, არის ერთ-ერთი საარსებო საშუალება”, – აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

აიპრესი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია