კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ჭაბუკიანში მოსახლეობა აქციას მართავს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 იანვარი 2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მცხოვრები მოსახლეობა აქციას მართავს.
ადგილობრივები დაკავებული შპს “საფინანსო ორგანიზაცია საქართველო”-ს დირექტორისა და მათივე თანასოფლელის, თამარ მეტრეველის გათასუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეტრეველს მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, ამიტომ ვერდიქტი, რომელიც მას სასჯელის სახით მოსამართლემ გამოუტანა, მიუღებელია. მოსახლეობა ამ პროცესში ხელისუფლებას დამხარებას და დაკავებულისთვის ამინისტიის უფლების გამოყენას ითხოვს.

თამარ მეტრეველი 2017 წელს დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის 182- ე მუხლის მე- 2 ნაწილით, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ან გაფლანგვას გულისხმობს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით 7 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია