შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ორი მოქალაქის მძევლად აყვანის ფაქტზე კასპში დაკავებული მამაკაცი ყოფილი პოლიციელია

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2021
28-წლის მამაკაცი, რომელიც კასპში ორი მოქალაქის მძევლად აყვანის ფაქტზე დააკავეს, ყოფილი პოლიციელია. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულმა პიროვნებამ პოლიციის რიგები 2018 წელს დატოვა: ,,რამდენიმე დღის უკან მოგვმართა განცხადებით, კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან იყო მუქარა. დღეს ითხოვდა, რომ მანქანა გამოეყოთ და დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ის ითხოვდა, რომ წასულიყო რუსეთში. - განაცხადა ბორცვაძემ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია