შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კანცელარიასთან პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2021
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. კანცელარიასთან სამოქალაქო სექტორი და ბიზნესმენები, ასევე სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ლოქდაუნს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ფორმალურად, შეზღუდვების ნაწილის გამარტივებამ ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება ვერ გამოიწვია და ვერც გამოიწვევს.
"ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და ყველაფერი უნდა გაიხსნას, ეს ნაწილობრივი შეამსუბუქებს მდგომარეობას და მე შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე ვიღებ პასუხსმგებლიბას, რომ არაფერი არ მოხდება იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება", - თქვა ხატია დეკანოიძემ, ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა.
"პანდემიას სჭირდება მართვა და ეს ძალიამ კარგად მესმის, მაგრამ სახლში ჯდომა არ არის მართვა" - აცხადებს ელენე ხოშტარია და ხელისუფლებას ლოქდაუნის მოხსნისკენ მოუწოდებს.
,,დღევანდელი აქციის მიზანია ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა, რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა ბიზნესასოციაციები, მე უბრალოდ, ის ადამიანი ვარ, რომელიც შეზღუდვების მოხსნას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ კიდევ უფრო ჩავიძირებით სიღარიბის ჭაობში", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48 საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებით იმუქრებიან.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია