კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ვაშლს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2021
ვაშლი სასარგებლო ხილია და სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. მის შემადგენლობაშია ისეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი მჟავები, როგორიცაა ვაშლის, ღვინისა და ლიმონის მჟავა.

ვაშლი სასარგებლოა როგორც ჯანმრთელი, ისე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ვიტამინი А ვაშლში 50%-ით მეტია, ვიდრე ფორთოხალში. ეს ვიტამინი ხელს უწყობს გაციებისგან, ინფექციებისგან თავის არიდებას, ასევე კარგი მხედველობის დონის შენარჩუნებას. მისი  მიღება სჯობს ცოცხალი სახით, შესაძლებელია გახეხილიც. უფრო სასარგებლოა წვრილი, მჟავე და ველური ვაშლი. მასში სასარგებლო ნივთიერებების ათჯერ მეტი რაოდენობა შედის.

ვაშლი ნაღვლის ბუშტის დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს. ის ორგანიზმს ეხმარება ნაღვლის ბუშტში კენჭოვან დაავადებებთან და ქოლეცისტიტთან ბრძოლაში.ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც ზოგადად გამაძლიერებელი, გამამხნევებელი პროდუქტი. ნაკლებად ტკბილი ვაშლი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის. ამას გარდა, ვაშლი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. მიჩნეულია, რომ ვაშლისა და ვაშლის წვენის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ტვინის უჯრედების დაშლის პროცესის აცილებას, ანუ, ვაშლი კარგია მეხნიერების შენარჩუნებისთვის.

მეცნიერების კვლევის თანახმად, კვირაში 5 ვაშლის მიღება ამცირებს რესპირატორული დაავადებების (მათ შორის, ასთმის) რისკს. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ვაშლი სრულფასოვანი შემცვლელია კბილის პასტისა - ერთი ვაშლი დილით და კბილები სუფთა და ჯანმრთელია. ვაშლი კბილებს იცავს.

ვაშლს გააჩნია შემდეგი სამკურნალო თვისებები: ამკვრივებს სისხლძარღვების კედლებს, ზრდის მათ ელასტიკურობას; ამცირებს გულის დაავადებების რისკს; ებრძვის ნერვული ხასიათის დაავადებებს; აბრკოლებს შარდის მჟავის წარმოქმნასა და აძლიერებს ჭიანჭველამჟავის დაშლას, ამიტომ ის რევმატიზმის, პოდაგრის, ათეროსკლეროზის, ქრონიკული ეგზემის და კანის სხვა დაავადებებისთვის კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა; ვაშლი შეუცვლელია სისხლნაკლებობის დროს, რადგან ის მდიდარია რკინით; აქვს სუსტი შარდმდენი ეფექტი, ამცირებს ცხიმების ათვისებას; ვაშლი წვავს ცხიმს, ამიტომ განსაკუთრებით მათთვისაა მისი მიღება მნიშვნელოვანი, ვისაც გახდომა სურს ან წონის კონტროლი. ამას გარდა, ცხიმების დაგროვების შემცირება პოზიტიურად მოქმედებს სისხლძარღვების მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. ეს პროდუქტი კლავს წყურვილს, მადას კი – აქვეითებს. ღუმელში მოშუშული ვაშლი სასარგებლოა ქრონიკული შეკრულობისათვის, ცოცხალი კი – გასტრიტის, კოლიტისა და ავიტამინოზის დროს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია