შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მე მაქვს ჩემი ნიშა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2018

თავდაპირველად დიდი ნიაღვარი იყო ჩემს წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ ადამიანები ყველა საკითხის გადაჭრას მე მთხოვდნენ, ამბობდნენ, რა დროს სიგარეტის აკრძალვაა, პენსია გვინდა, ხელფასი გვინდა და სხვადასხვა. მე მაქვს ჩემი ნიშა და ვფიქრობ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. მე ჩავთვალე ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებან ერთად, თამბაქოს ალიანსი, ჯანდაცვის ცენტრი, ჩვენი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და მთელი პარლამენტი, თქვენ იცით, რომ თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მწეველები ბლომადაა საქართველოს პარლამენტში. ასე რომ მიმაჩნია, რომ მე ძალიან ვალმოხდილად ვთვლი თავს ჩემი საზოგადოების წინაშე.

პარლამენტში ამ კანონის დარღვევა არ ყოფილა, ყველა ძალიან მორჩილად მიდის მოსაწევ ადგილებში და სხვათაშორის, თანდათანობით, უფრო და უფრო ნაკლებს ეწევა ბევრი მათგანი. ბევრმა, მაგალითად, ქუჩაში გამაჩერა და მითხრა - "დიდი მადლობა, იმიტომ, რომ დავანებე თავი. მაგ აკრძალვის გამო, ვეღარ გამოვდიოდი ყოველ წუთში გარეთ, ოფისიდან და ამიტომ, თანდათანობით შევამცირე.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, მივდივარ, უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეუბნებიან - "დიდი მადლობა იმ კანონისთვის, თანდათანობით ვხვდებით, რა კარგია ეს კანონი, თავისუფლად ვსუნთქავთ, თავისუფლად შევდივართ ყველა გასართობ დაწესებულებაში თუ სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჩვენს შვილებთან ერთად". მე ვეუბნები, "კიდევ კარგი - მეთქი". იმიტომ, რომ თავდაპირველად დიდი ნიაღვარი იყო ჩემს წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ ადამიანები ყველა საკითხის გადაჭრას მე მთხოვდნენ, ამბობდნენ, რა დროს სიგარეტის აკრძალვაა, პენსია გვინდა, ხელფასი გვინდა და სხვადასხვა. მე მაქვს ჩემი ნიშა და ვფიქრობ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს" -განაცხადა გუგული მაღრაძემ.

"ტაბულა"

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია