კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა უნდა ღირდეს თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა- გამოკითხვა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 თებერვალი 2021

15 წლიანი პაუზის მერე, თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა. 5 ახალი, ევროსტანდარტების ავტობუსი, ქალაქის ტერიტორიაზე, 4 მარშრუტზე იმოძრავებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების სატესტო რეჟიმში მუშაობენ და ამ დროის განმავლობაში გადაადგილება უფასო იქნება.

საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, მოგვიანებით კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოიცავს.

ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა.

თვის ბოლოს დაგეგმილია ქალაქისთვის დამატებით კიდევ 5 ავტობუსის გადაცემა. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე, ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მთლიანობაში თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი.

ტრანსპორტის ამუშავებისთვის, შექმნილია ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 20 მძღოლი. ასევე ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 მარშრუტი.

აღნიშნულ საკითხზე Knews.ge-მ ქალაქ თელავში გამოკითხვა ჩაატარა. ადგილობრივები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ გადაადგილების ფასი დაბალი უნდა იყოს.

<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/9lSCosVepIk” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture” allowfullscreen></iframe>

მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია