გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბესელიას მუქარა - "შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მე რაღაცეების მოყოლას დავიწყებ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს არა ერთი შელაპარაკება მოხდა, მათ შორის ეკა ბესელიასა და სოფო კილაძეს შორის. კილაძემ ბსელიას უსაყვედურა, რომ იგი კოლეგებს საუბარს არ აცდიდა:

„ახლა გავიგე რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი ამ კომიტეტიდან, რომ ამ კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადამიანის მოსაზრება, ადამიანის უფლებების კომიტეტში ასე არის თითოეულ ადამიანს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

აღნიშნულს ბესელიამ უპასუხა და კილაძეს ურჩია, ნუ ასწავლის მას ადამიანის უფლებების დაცვას:

„კარგია ერთ პოზიციაზე რომ ხართ თქვენ და სამადაშვილი, მე ეს ძალიან მახარებს. ახლა თქვენ, რომ მასწავლით ადამიანის უფლებებს, დაიქცა ეს ქვეყანა“-განაცხადა ეკა ბესელიამ

სოფო კილაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ დაუკავშირეს ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.:

„მოსამართლეების თემას რაც შეეხება, ჩვენ არ გვიმსჯელია გუნდში და არანაირი გადაწყვეტილება ამაზე არ არის. არ ყოფილა არანაირი სხდომა და ეს საკითხები ჩვენ არ განგვიხილია. რატომ ხდება წარმოჩენა ისე თითქოს ჩვენ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას ვითომ ვაპარებთ საზოგადოებას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. და კიდევ ერთი, ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე ჯერ კიდევ ჟურნალისტები მეკითხებოდნენ ორი -სამი თვის წინ და შეგიძლიათ დასერჩოთ Google-ში და ეგრევე ამოაგდებს სხვადასხვა სტატიებს. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან ეს გაუგებარია. ძალიან ნათელი არის ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, სოფო კილაძემ დარბაზი დატოვა. ეკა ბესელია კი მას იმ საკითხებზე საუბრით დაემუქრა, რაზეც აქამდე არ საუბრობდნენ:

„ე.ი. შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მე მეორე ეტაპს ძალიან ნაადრევად დავიწყებ და რაღაცეების მოყოლას დავიწყებ ახლა. რაც ახლა ცხადდებოდა და რაც ახლა გამჟღავნდა ხომ არ არის დაკავშირებული ამ პროცესთან ამაზე დავიწყოთ ლაპარაკები. და ეს როგორც ჩანს ადრე იგეგმებოდა და რატომ იგეგმებოდა ადრე იქამდეც მივალთ და მერე ვიღაც არ აღმოჩნდეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია