ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გვიმბალაურის თემში შემავალ სოფელ ჯუნეწერში, უამინდობაში ფეხით გადაადგილების დროს, ადგილობრივებს ფაქტობრივად "ტალახის ზელვა" უწევთ.
სოფლის გზა მთლიანად ამორტიზებულია და მსუბუქი ავტომანქანებითაც კი რთულია წვიამიან ამინდში მოძრაობა.
ჯუნეწერში თემთან დამაკავშირებელი გზა, ერთი წლის შეკეთდა, თუმცა ნაწილი, დანარჩენი კი დღემდე იმ მდგომარეობაშია, ადგილობრივები ხელისუფლებას სასწრაფოდ რეაგირებას სთხოვენ.
სხვათა შორის, ჯუნეწერი ერთადერთი სოფელი არ არის ლანჩხუთში, სადაც ინფრასტრუქტურა მოშლილია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემაც ექმნებათ.
"გურიის მოამბეს" არა ერთი წერილი მოუმზადებია ლანჩხუთის სოფლებზე, სადაც 21-ე საუკუნის მიუხედავად, ჯერ ისევ გზებს ითხოვენ.
იგეგმ,ება თუ არა უახლოეს მომავალში ჯუნეწერში გზის შეკეთება, ამ საკითხზე "გურიის მოამბე" ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც ისინი გვპასუხობენ, ამ ეტაპზე სოფელში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ არის დაწყებული, თუმცა მომავალი წლიდან იქნება თუ არა რაიმე სიახლე ამაზე დღის ბოლომდე დეტალურ ინფორმაციას მოგვაწოდებენ.
სოფელ ჯუნეწერის გზა, რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა