შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოკითხვა ბელგიაში - ვინ არის 2018 წლის საუკეთესო ტალანტი?

სპორტი
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 დეკემბერი 2018

19 წლის გიორგი ჩაკვეტაძისთვის 2018 წელი წარმატებული გამოდგა. მისი სახელი საფეხბურთო სამყაროში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ქართველი ტალატის შეძენა არაერთ ევროპულ კლუბს სურს.

„გენტის“ ერთ-ერთი ლიდერი ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალაგაზრდა მოთამაშის პრიზისთვის იბრძვის.

ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws.be-მ დაიწყო გამოკითხვა ქომაგებში, თუ ვინ იყო 2018 წელს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. დასახელებულია 10 მოთამაშე, რომელთა შორის ბუნებრივია, რომ არის ჩაკვეტაძეც.

ამ მომენტისთვის ქართველი შემტევი 30%-ით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას 84%-ით “გენკის“ 20 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი სანდერ ბერგი იკავებს.

ამ მომენტისთვის 12000 ხმა არის დაფიქსირებული. ამ ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ და გიორგი ჩაკვეტაძეს პირველი ადგილის დასაკავებლად დაეხმაროთ.

შეგახსენებთ, რომ „გენტის“ რიგებში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 45 შეხვედრაში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია