სამცხე-ჯავახეთი
ახალი პლატფორმა, რომელიც ციფრული მარკეტინგის ყველა მიმართულების შესწავლაში დაგეხმარებათ
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
18 თებერვალი 2021
კამპანიის დაგეგმვისას ციფრული
მარკეტინგის მიმართულებების სწორად და თანმიმდევრულად გამოყენება
მნიშვნელოვანია.
თუ ბიზნესს არ აქვს ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, იწყება ისეთი
პრობლემები, როგორიცაა სამიზნე აუდიტორიაზე ვერგასვლა; პოტენციური
მომხმარებლის დაკარგვა და რაც მთავარია, სხვა ბიზნესებისთვის
კონკურენციის ვერ გაწევა.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამგვარი პრობლემების წინაშე არ
აღმოვჩნდეთ?
მნიშვნელოვანია, დეტალურად შევისწავლოთ, რა არის ციფრული მარკეტინგი
და რისი გაკეთება შეგვიძლია მისი მეშვეობით. ციფრული მარკეტინგის
გამოყენებით, ინტერნეტ სივრცეში პროდუქციის რეკლამირება მინიმალური
დანახარჯებით არის შესაძლებელი. სწორად დაგეგმილი კამპანიის
შემთხვევაში კი როგორც წესი, შედეგი გარანტირებულია.
საქართველოში მარკეტინგი მუდმივად ვითარდება, იგეგმება არაერთი
საინტერესო კამპანია, რასაც ინტერნეტის მომხმარებლები ყოველდღიურად
ადევნებენ თვალს, თუმცა ბევრი ბიზნესი ფართო მომხმარებელზე გასვლას
მაინც ვერ ახერხებს, რადგან ციფრული მარკეტინგის მიმართულებების ცოდნა
მისთვის გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ კი
შეიქმნა ახალი ქართული პლატფორმა Digitalnews.ge, რომელზეც დეტალურად, მარტივი
ენით არის ახსნილი ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა და ყველაფერი, რაც
მის ინსტრუმენტებს ეხება.
ციფრული მარკეტინგი სხვადასხვა მიმართულების სინთეზია: კონტენტ
მარკეტინგი, სოციალური მედია, იმეილ მარკეტინგი, სმს მარკეტინგი,
ვიდეო მარკეტინგი, ეფილიეიტ მარკეტინგი და ინფლუენსერ მარკეტინგი.
მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის სწორად გამოყენება ვიცოდეთ.
პლატფორმა Digitalnews.ge -ზე კი ყველა მათგანის მნიშვნელობის და
გამოყენების წესის შესახებ თითქმის ყველაფერს შეიტყობთ.
პლატფორმა ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობს ციფრული მარკეტინგის
თანამედროვე ტრენდების შესახებ სტატიებს, სახელმძღვანელოებს, ვიდეო
ინსტრუქციებს, რომელიც ბიზნესებს კამპანიის დაგეგმვაში დაეხმარებათ.
Digitalnews.ge შექმნილია როგორც მცირე, საშუალო და
მსხვილი ბიზნესებისთვის, ისე სტარტაპებისთვის.
2020 წელი ბიზნესისთვის სტრესული აღმოჩნდა. მათ უმეტესობას მუშაობის
ახალ ფორმატზე გადაწყობა მოუწია. თვითიზოლაციისა და პანდემიის გამო
დაწესებული სხვა შეზღუდვების შესაბამისად კი, მარკეტინგულმა
კამპანიებმა სოციალურ ქსელებში უფრო მეტად გადაინაცვლა, ვიდრე ეს
ოდესმე ყოფილა. ახალმა გამოწვევებმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ
მომხმარებელმა, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ონლაინ ატარებს, გაიცნოს
ახალი პროდუქტი, მიიღოს მის შესახებ მეტი ინფორმაცია და არ დაავიწყდეს
მის შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად, პლატფორმაზე Digitalnews.ge
შეძლებთ, შეისწავლოთ, როდის განათავსოთ კონტენტი სოციალურ მედიაში,
როგორ მოამზადოთ საინტერესო ვიდეო, რას მიაქციოთ ყურადღება პოსტის
განთავსებისას, როგორ ითანამშრომლოთ ინფლუენსერებთან და ზოგადად,
როგორ დაგეგმოთ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია.
რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, მაგრამ
ტექნიკური ცოდნა და სტრატეგიის დაგეგმვის ძირითადი მექანიზმის
შესწავლა უმნიშვნელოვანესია.
პლატფორმაზე თითოეული მიმართულება იმდენად მარტივად არის
განმარტებული, რომ ის თანაბრად საინტერესოა როგორც დამწყები, ისე
გამოცდილი მარკეტერისთვის. აღსანიშნავია, რომ Digitalnews.ge -ზე
განთავსებული მასალები ახალი პროფესიის დაუფლების საშუალებასაც
გვაძლევს, პროფესიის, რომელიც დღეს, ერთ-ერთი ყველაზე
მოთხოვნადია.
თუ გსურთ, ძალები მარკეტინგშიც მოსინჯოთ ან უკვე გამოცდილი მარკეტერი
ხართ და გინდათ, მუდმივად ადევნოთ თვალი უახლეს ტრენდებს, Digitalnews.ge
ამაში ყოველდღიურად დაგეხმარებათ.