კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეზღუდვების შემსუბუქება კომენდანტის საათსაც შეეხება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 თებერვალი 2021

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა შეზღუდვების შემსუბუქებას 2 დღეში გამოაცხადებს.

„ზეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და გამოვაცხადებთ, თუ რა შეზღუდვები შემსუბუქდება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შეზღუდვების 80 პროცენტი შემსუბუქდება. ცვლილებები შეეხება კომენდანტის საათსაც, რომელმაც შესაძლოა 12 საათამდე გადაიწიოს.

„ჩვენ, ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემსუბუქდება და იგი კვირიდანვე ამოქმედდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მარიამ ოქროცვარიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია