შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, სოფელ აწყურში, ხიდის მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 35 წლის მუშის საქმეზე ოთხ პირს ბრალი წაუყენეს.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 დეკემბერი 2018
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მშენებელი კომპანიის „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენის“ მთავარი დირექტორი, მთავარი ინჟინერი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და სამუშაოების მწარმოებელი მისცეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ოთხივე მათგანს 3000– 3000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. 35 წლის კაცი ორ ივლისს აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაიცვალა. იგი არმატურით ხიდის ქვეშ გამავალ მაღალი ძაბვის ხაზებს შეეხო და დენმა დაარტყა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია