შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში სტალინის ქუჩაზე 70-წლამდე ასაკის ქალი მოკლეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 დეკემბერი 2018
გორში სტალინის ქუჩაზე 70-წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. ვიზუალური დათვალიერებით, ქალბატონს თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. მეზობლების თქმით, ის მარტოხელა იყო. შსს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს (მკვლელობა). ,,ეს ქალი მარტო ცხოვრობდა. შვილი ურეკავდა ხოლმე. რომ აღარ უპასუხა, ჩამოვიდა და ამ მდგომარეობაში ნახა. ორი დღის წინ, ბაზარში ვნახე, ნიგოზს ყიდულობდა" - აცხადებენ მეზობლები. როდის გარდაიცვალა ქალი, ამის თაობაზე, პასუხს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. კრიმინალისტიკის სამსახურის თანამშრომლები ბინაში პირბადით მუშაობენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია