შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოცნებაში“ სკანდალური წმენდა დაიწყო - ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობას ტოვებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2018

გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. კერძოდ, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ასევე, მისი პირველი მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი დაკავებულ თანამდებობეს დატოვონ.

ბესელიას გადადგომის შესახებ ხმები დიდი ხანია ვრცელდება. „ოცნების“ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ მას ურთერთობა დაეძაბა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. „ნიუპოსტი“ რამდენიმე დღის წინ, წყაროზე დაყრდნობით, იმის შესახებაც წერდა, რომ თანამდებობის დატოვება ირაკლი კობახიძესაც მოუწევს. ბესელიას გადადგომა საპარლამენტო ცვლილებების შესაძლოა, პირველი ტალღა იყოს.

ბესელიას გადადგომის საბაბი, როგორც ამბობენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზნაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უკავშირდებოდეს.

როგორც „ნიუპოსტს“ წყარო ეუბნება, ბესელიას და ზარდიაშვილის გადადგომით პროცესი არ გაჩერდება და „ოცნებაში“ სკანდალური წმენდა გაგრძელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია