სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ ფაქტს, რეგულირების სააგენტო სწავლობს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2021
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ახალციხეში, "იმედის" კლინიკაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

"დღეს, 4 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამედიცინო პერსონალს ახალციხის "იმედის" კლინიკაში აცრის შედეგად დაუფიქსირდა სავარაუდო გვერდითი რეაქცია, რომელიც შესაძლოა იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან. ამდენად, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ამ შემთხვევის, როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო მისი თბილისში ტრანსპორტირების პროცესი. შემდეგომ მკურნალობა და მდგომარეობის მართვა პროცესი გაგრძელდება თბილისში", - განაცხადა გაბუნიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია