კახეთი
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სრული ზოგადი განათლების მიღების საშუალება ექნებათ
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
22 მარტი 2021
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ კანონში ცვლილება
განხორციელდა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, არასრულწლოვან
ბრალდებულს, ან მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლების
მიღების საშუალება, რომლის წესიც იუსტიციისა და განათლებისა და
მეცნიერების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით არის დადგენილი.
„არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება,
მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად“, – წერია ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
მიმდინარე სასწავლო პროცესი საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით რეგულირდება.