კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა წარმატებებს მიაღწია თელავის რაგბის გუნდმა -ვიდეო

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2021

პირველად თელავის ისტორიაში “ჭადარი” რეგიონულ პირველ ლიგაში ავიდა და ლიგის მუდმივ ბინადრებს აჯობა.

გუნდის მენეჯერი, თენგიზ ცისკარიშვილი აცხადებს, რომ გუნდმა ამ მიმართულებით მუშაობა 2016 წელს დაიწყო და დასახულ მიზანს, ლიგის წევრი გამხდარიყო, თავდაუზოგავი შრომით მიაღწია. მისი თქმით, პირველად კლუბი ,,ჭადარი” 1981 წელს დაარსდა, თუმცა შემდეგ მუშაობა შეაჩერა.

,,2015 წელს მე ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე გაგვეგრძელებინა ამ კუთხით მუშაობა. შევქმენით და იურიდიულად დავარეგისტრირეთ კლუბი ,,ჭადარი”. მანამდე მე ისე ვავარჯიშებდი ბავშვებს.

ჩვენი მიზანია არამარტო თელავში, არამედ კახეთის რეგიონი განვითარდეს რაგბის კუთხით. თელავის 6 სოფელში გვაქვს გახსნილი კერები. სამომავლოდ გვინდა ყარაჯალაშიც გავხსნათ. ასევე სხვა მუნიციპალიტეტშიც ვგეგმავთ საქმიანობის დაწყებას. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს”,– განაცხადა თენგიზ ცისკარიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია