სამცხე-ჯავახეთი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 დეკემბერს საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში მოთოვს.
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
30 დეკემბერი 2018
30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობა დროგამოშვებით მოიმატებს, მოსალოდნელია ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში: ღამით -1, +4° იქნება, დღისით +6, +11°; მთაში: ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში: ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°.აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში: ღამით -6, -1° იქნება, დღისით +2, +7°; მთაში: ღამით -11 , -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში: ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.30 დეკემბერს, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3°, დღისით +6° იქნება.ამასთან, კობი-გუდაურში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -20, -15°, დღისით -6, -1° იქნება.[sknews.ge]