შიდა ქართლი
შიდა ქართლში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 9 აპრილი
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
09 აპრილი 2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 50,
ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873,
საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 044, აჭარაში - 329, იმერეთში - 313. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 179, აჭარაში
- 36, იმერეთში -66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი,
მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 285 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 113 -
აჭარაში. 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 36.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 342 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 426-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 858 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 8 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 140 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 5 437 პირი, აჭარაში - 1 925, იმერეთში - 957.