შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2021
გორში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.  დაღუპულთა ხსოვნას შიდა ქართლის გუბერნატორმა, მერმა და მეუფე ანდრიამ პატივი მიაგეს.  მღვდელმა გიორგი კარელიძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ,, 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული თარიღია, ამავდროულად კი ეს არის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და გაუტეხელობის დღე. 9 აპრილის გმირებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და როგორ არ უნდა გადავუხვიოთ დასახულ მიზანს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თავისუფლებისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო დამოუკიდებლი სახელმწიფოა. ჩვენ კი დაუღალავი შრომითა და ერთიანობით უნდა შევქმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა." - აღნიშნა გუბერნატორმა მამუკა საღარიშვილმა. 32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. დაიღუპა 21 და დაშავდა მიტინგზე მყოფი ასობით მოქალაქე. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია