შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შიდა ქართლში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 13 აპრილი

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აპრილი 2021
საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 422 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 37 524 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 28 078 ანტიგენი და 9 446 - PCR. მათივე ინფორმაციით, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.58%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 756, რაც შეეხება რეგიონებს: აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია