შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ,,ქართული ოცნება დატოვა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აპრილი 2021
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრი პარტია "ქართულ ოცნებას" დატოვა, მათ შორის, გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა. ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტია ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დატოვეს. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან, ხოლო დღეიდან პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან და საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ. ხოჯევანიშვილის დეპუტატობას ხმა, გორსა და კასპში, 41 333-მა ამომრჩეველმა მისცა, მაშინ როდესაც მაჟორიტარულ ოლქში 135 795 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებზე გამოცხადდა 77 743 მოქალაქე. რაც შეეხება პარტიას, საპარლამენტო არჩევნების დროს, ,,ქართულ ოცნებას"  მხარი 38 371-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია