შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აპრილი 2021

დღეს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების გაცვლა, სატრანსპორტო პროცედურების კონტროლის გამარტივება და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენებით.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ - დმიტრო აბრამოვიჩმა მოაწერეს.

ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე დაესწრო.

შეხვედრაზე მხარეებმა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების და საინფორმაციო სისტემების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესებში თანამშრომლობასა და ეტაპობრივად დღეისათვის არსებული ქაღალდის ნებართვების და მათი ხელით კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის საბორნე და საფიდერო გემების რეგულარული მიმოსვლა განიხილეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია