შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტახტისძირში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხნულების გავლება დაიწყეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2021
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტახტისძირის სიახლოვეს ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხნულებს აკეთებენ. ტექნიკა ტახტისძირის და ქარელის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფლის, დირბის სიახლოვეს მიიყვანეს. მედიას კი, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები სოფელში არ უშვებენ. ,,ახლა 2 ტრაქტორი მუშაობს. რუსი სამხედროები იმ ადგილზე არიან, სადაც 3 დღის წინ ხის ძელები დაამონტაჟეს. - აცხადებენ ადგილობრივები.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია