შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საოკუპაციო რეჟიმისგან დაზარალებულები ტახტისძირში

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აპრილი 2021
ბესო ბერძნიშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლის ნაკვეთი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა. მის ნაკვეთში, პირველად, 2019 წელს, გაავლეს ხნული. იგივე განმეორდა წელს. ბესო ბერძნიშვილი ამბობს, რომ მასთან ერთად, მისი ძმის, იური ბერძნიშვილის ოჯახიც დაზარალდა. ,,შარშან რომ გამოჩნდნენ, უკვე საშიში იყო მიწის დამუშავება. ეგ ისეთი ადგილია, მოსავალი მოდის. მართალია, ამინდზეა დამოკიდებული, მაგრამ ქერი, სიმინდი – მოგვყავდა. თუ ეს მოსავალი გაქვს, მერე უკვე შეგიძლია გაიჩინო ფრინველი და ა.შ. სოფელში ასე თუ ისე დადგები ფეხზე" - ამბობს ბესო ბერძნიშვილი. მასსა და მის ძმას 11 ათასი კვადრატული მეტრის ოდენობის ფართობი აქვთ დარეგისტრირებული. ეს ფართობი ტახტისძირსა და გვირგვას შორის მდებარეობს. სოფელი გვირგვინა ზნაურის (ყორნისის) რაიონს ეკუთვნის. ,,პირველად რომ ხნული გაავლეს, ნაკვეთს თითქოს თავი მოაჭრესო, ეგეთი ფორმა მიიღო. 50 მეტრზე მიახლოებაც კი საშიში გახდა. მთავრობამ სხვა ნაკვეთი გვიქირავა და იქ მოვიყვანეთ მოსავალი. გვეგონა, რომ რუსები წელს აღარ გამოჩნდებოდნენ. სულ ერთი კვირის წინ, ტრაქტორი ავიყვანე მოსახნავად . ბოლომდე ვერ მოხნა, რადგან დაზიანდა ტრაქტორი. მერე კიდევ უნდა გამეგრძელებინა მოხვნა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, რუსი სამხედროებიც გამოჩნდნენ. მას შემდეგ აღარ ავსულვარ ნაკვეთში." - გვეუბნება ბესო ბერძნიშვილი. ფოტოზე: საოკუპაციო ხაზი ,,გუგლმეპის მიხედვით, ყვითლად კი ბერძნიშვილების რეგისტრირებული ნაკვეთია
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია