შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი - ეკა ბესელია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 იანვარი 2019

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ძველი სახე, პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ცოტა ხნის წინ გადამგდარი ეკა ბესელია პოლიტილოგ გია აბაშიძის სკანდალურ პოსტ ეხმაურება, რომელიც მან ცოტა ხნის წინ სოცილაურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა და სადაც ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვა დააანონსა. 
”ახლა მითხრეს გია აბაშიძის სტატუსის თაობაზე … ამას ბოდვაც აღარ ქვია… არ მინდა ვიფიქრო, რომ დაავალეს და ეს სიბინძურე დააწერინეს ( ასეთად არ ვიცნობდი). 2 დღის წინ გამაფრთხილეს, შანტაჟისთვის ამზადებენ რაღაც სიბინძურეს და მზად იყავიო))). იმდენი ბრძოლა მაქვს გადატანილი, რაღა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ეს ოქუაშვილი რატომ ახსენეს ვერაფრით მივხვდი… არც ვიცნობ პირადად… ვერც შინაარსში შევდივარ იმდენად დიდი სისულელეა…. მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში,, 6 ში ვბრუნდები და ყველა, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღია და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილი მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს.. მეღიმება მაინც))) ეს რამ მოაფიქრათ))” - წერს ეკა ბესელია. 
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გია აბაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: 
”რა მინდოდა ამ ე.წ. ბედობაზე ვაკის პარკში?!.. საკმაოდ მძიმე ამბავი გავიგე დღემდე სანდო [ხვალ თუ დადასტურდა ეს ამბავი, ვაღიარებ, რომ მუდმივად იგი ყურადსაღებია] წყაროსგან [ვერ ვამჟღავნებ – Chatham House rules].
ხვალიდან, ნაპახმელიარზე, პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. “ნაღმი” საკმაოდ ბანალურია – კორუფციის თემა.
წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების “მასწერ სპორტა”-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ქოცნებას”.
სროლა დასწრებაზეა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გვარამიამ ორაზროვნად დაანონსა ამბავი: "თუ ბიძინას მტრისთვის სასამრთლოში საქმის დასალაგებლად ფულს იღებ, მერე მეორე კლანთან წააგებ, საქმეს ვერ მოაგვარებ და ფული უკან დასაბრუნებელი გაგიხდება და ამას ბიძინა გაგიგებს, კომიტეტის თავმჯდომარეობას უკან მოგატოვებინებსო. ძველი კი არა და, გრძელი ქართული ანდაზაა", - დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში. 
როგორც ამ ცნობილი ფილმის ცნობილი ფრთიანი ფრაზა ამბობს – When you have to shoot, shoot, don’t talk! [როცა გიწევს გასროლა, ისროლე, ნუღარ ლაპარაკობ!] ხვალ, წესით, ივანიშვილი დასწრებაზე ითამაშებს.
ძალიან შოკირებული ვარ და იმედგაცრუებული. არ მეგონა, რომ მოსალოდნელი თვითწმენდის პროცესი ასე დაიწყებოდა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სტაჟიანი პოლიტიკოსისგან.
ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე.
დაველოდოთ, ხვალინდელ სხდომას როსტომ მეფის სასახლეში…
და დაველოდოთ საპასუხო, ახალი წლის პირველივე დღეებიდან დაწყებულ "კომპრომატების ომს"....
P.S. წავედი ახლა, მივხედავ უცხოელ სტუმრებს?
ცნობისათვის, ეკა ბესელია რამდენიმე დღის წინ კომიტეტს თავმჯდომარეობიდან გადადგა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუნდს ღიად დაუპირისპირდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია