შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში 30 000 -მდე მოქალაქე მგზავრობისას სხვადასხვა შეღავათით, ისარგებლებს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აპრილი 2021

ქუთაისის  მუნიციპალურ ტრანსპორტში 30 000 -მდე მოქალაქე მგზავრობისას სხვადასხვა შეღავათით, ისარგებლებს. ამასთან, მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და 40 თეთრი დარჩებ.ა

 ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ღირებულების რეალური ტარიფი გაცილებით მეტია და 60 თეთრამდე აღწევს, ქუთაისის მერიამ და საკრებულომ გამოძებნა დამატებითი ფინანსები და შეძლო, რომ ქუთაისის მუნიციპალური ტრანპორტით მგზავრობა არ გაძვირებულიყო.

მათივე ცნობით, 30 000 მდე მოქალაქე მგზავრობისას სხვადასხვა შეღავათით, მათ შორის უფასო ან განახევრებული ტარიფებით ისარგებლებს. კერძოდ, შეღავათები შეეხება მათ, ვინც აქამდე სარგებლობდა შეღავათიანი ტარიფებით, ამასთანავე, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ როგორც უნივერსიტეტების, ასევე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები.

 

 საბარათე გადახდის სისტემა ქალაქის ავტობუსებში მაისიდან ამოქმედდება.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია