შიდა ქართლი
ხაშურის სოფელ ხცისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 აპრილი 2021
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში გარემოსდაცვითი
ზედამახედველობის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების
ფაქტი გამოავლინეს. მათ მიერ შეჩერებულ ავტომანქანის ძარაზე 11
ერთეული აღურიცხავი წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლმა
ვერ წარუდგინა დოკუმენტაცია.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ავტომანქანა დაილუქა
და მასალები გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021
წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.