შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს: ,,ახალი წლის ღამეს ,,საიგას" გამოყენების ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 იანვარი 2019
გორში, ახალი წლის ღამეს, მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ნახევრადავტომატური იარაღიდან (საიგა) გაისროლა. ვიდეომასალის მიხედვით, საახალწლო გასროლა აღმაშენებლის გამზირზე განახორციელა. ამის ამსახველი ვიდეომასალა ,,აჭარასპორტზე" გამოქვეყნდა. ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო. შსს სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოკვლევა: ,,სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. შედეგები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი" - აცხადებს შსს-ს პრეს-სამსახური. საიგა - ნახევრადავტომატური საბრძოლო იარაღია და სამონადირეო მაღაზიებში იყიდება. გენო პეტრიაშვილის ძმის განცხადებით, ,,საიგა" რეგისტრირებულია, ხოლო მისმა ძმამ გამოიყენა ფუჭი ვაზნები, ისმოდა მხოლოდ გასროლის ხმა და საფრთხეს არ წარმოადგენდა მოქალაქეებისთვის.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია