შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

66-წლის მამაკაცი ბედნიერია, რომ პიროტექნიკა შვილიშვილის ნაცვლად მას აუფეთქდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 იანვარი 2019
გორის სამედიცინო ცენტრში ,,გორმედი" 66-წლის მამაკაცი მკურნალობას აგრძელებს. ის პირველ იანვარს ზედა კიდურების მწვავე მოტეხილობით საღამოს საათებში მიიყვანეს. ,,გორმედის" წარმომადგენლის ცნობით, მამაკაცს თითების ამპუტაცია (მოკვეთას) არ დაჭირდა: ,,ფაქტობრივად, ააწყეს ქირურგებმა მტევანი" - აცხადებს ,,გორმედის" წარმომადგენელი. სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს მამაკაცმა განუცხადა, რომ ბედნიერია, რადგან პიროტექნიკა მას აუფეთქდა და არა შვილიშვილს. პიროტექნიკის გამოყენებას სწორედ შვილიშვილი აპირებდა. 1-ელ იანვარს ,,გორმედში" სულ 5 პაციენტი მიიყვანეს. აქედან 4 ბავშვი შუაღამეს, ახალი წლის დადგომიდან ერთ საათის ფარგლებში, ხოლო 66-წლის მამაკაცი - საღამოს. ,,რაც შეეხება ბავშვებს, მათ სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, ზოგს ტანზე, ზოგს სახეზე. ყველა მათგანი იმავე დღესვე გაწერეს სახლში" - აცხადებენ გორმედში. როგორც ცნობილია, 2018 წლიდან, აკრძალულია პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვნებისთვის.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია