შიდა ქართლი
ბოლო 24 საათში შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 277 ფაქტი გამოავლინა
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 მაისი 2021
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული
შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 277 ფაქტი
გამოვლინდა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად, (იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა) 65 პირი
დააჯარიმა. ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 185 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების
წესის განმეორებით დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20
ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა
ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით
დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის
ოდენობით.
განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.