კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ,,სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2021

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ,,სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

მისი განცხადებით,, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გზაა კონონავირუსის დასამარცხებლად. შოთა ნარეკლიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ.

,,დღესდღეობით, ერთადერთი და სწრაფი გზა, რათა შევაჩეროთ კოვიდ პანდემია, არის ვაქცინაცია. მე დღეს ჩავიტარე აღნიშნული აცრა და მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დროულად დარეგისტრირდნენ და აიცრან”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია